Thursday, April 14, 2016

ინტელის პროექტი

ფესტივალები დიდ ბრიტანეთში






ინტელის  ტრენინგმა  მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში დავგეგმეთ  აქტივობები,სადაც მოსწავლეებმა გამოიკვლიეს, გაანალიზეს, აღწერეს და მისცეს ერთმანეთს სასარგებლო რჩევები. პროექტით სწავლების კურსმა ომცა მიმართულება,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური გავხადო,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად , სწავლის პროცესი  საინტერესოა ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების საჭიროება,რათა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტულ სწავლებაში შესაბამისი უნარების მიხედვით.გვასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენება. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეკეთე ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში და შევინახე პორტფოლიოში. გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები. გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზეშევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ   web2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება,პასუხების დათვალიერებადავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.   ტრენინგის დასასრულს ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი      პორტფოლიო. ტრენინგი საჭირო უნარ-ჩვევების მომცემი იყო.


Sunday, November 13, 2011

William Shakespeare

პროექტის დასახელება: ვილიამ შექსპირი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში ვილიამ შექსპირის ბიოგრაფიას, მისი მოღვაწეობის სფეროს, გაეცნობიან ვილიამ შექსპირის პოეზიას, პიესებს, პროექტის ბოლოს თვითონ მოაწყობენ ვილიამ შექსპირის ერთ–ერთ პიესას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ვილიამ შექსპირის ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი უცხო ენაზე; გუნდების წევრემა ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაგეგმონ განსახორციელებელი ეტაპები, შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს გაუზიარონ შედგენილი გეგმა, შეადარონ და გააუმჯობესონ; მოახდინონ ცოდნისა და უნარების მობილიზება; გაინაწილონ ფუნქციები; განახორციელონ პროექტი.
მონაწილეთა ასაკი: 14–17
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: შექმნიან პოტოალბომს, შეაგროვებენ ვილიამ შექსპირის ნაწარმოებებს, მოაწყობენ პრეზენტაციას, დადგამენ ერთ–ერთ პიესას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ვილიამ შექსპირის ფოტოსურათები.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილეობას იღებს 12 მოსწავლე, განაწილდებიან 3 ჯგუფად და გაინაწილებენ თემაზე სამუშაო მასალებს, მოიძიებენ ინტერნეტში საჭირო მასალებს, შემდეგ შეაჯემებენ და მოახდენენ პრეზენტაციას, პროექტის დასასრულს მოსწავლეები მოაწყობენ პიესას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლანა ეხვაია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lanaekhvaia@gmail.com